ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ოჯახი ცხედრის დროულად გადმოსასვენებლად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს - Palitra News

ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ოჯახი ცხედრის დროულად გადმოსასვენებლად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

2019-02-19 11:03:44+04:00

ოჯახის წევრები ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქართველოში დროულ გადმოსვენებას ითხოვენ. დავით რაზმაძის ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ორჯერ ჩაუტარდა, თუმცა შედეგები მათთვის უცნობია.დავით რაზმაძის ოჯახი საქართველოს მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა ცხედრის საქართველოში დროულად გადმოსვენება მოხდეს. გარდაცვლილი დავით რაზმაძის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის ჩატარებას გადმოსვენების შემდეგ საქართველოშიც გეგმავს. ოჯახი ვარაუდობს, რომ დავით რაზმაძე მოკლეს.ლიბიაში, შორეულ ნაოსნობაში დაახლოებით სამი კვირის წინ ქართველი მეზღვაური სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს.