ლიბიაში გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაურის ოჯახი საქმის დროულ გამოძიებას, ეკიპაჟის წევრების გამოკითხვასა და დამატებით ექსპერტიზას ითხოვს. ახალაზრდა მეზღვაურის ბიძა იასონ ცეცხლაძე ვარაუდობს, რომ დავით რაზმაძე მოკლულია და არ გამორიცხავს, რომ ცხედარი თავიდან მოშორების მიზნით წყალში გადაეგდოთ.იასონ ცეცხლაძეს საეჭვოდ მიაჩნია რამდენიმე გარემოება. მათ შორის ის, რომ ოჯახს დაგვიანებით შეატყობინეს მისი დაკარგვის შესახებ, ასევე ისიც, რომ გამქრალია ვიდეოჩანაწერები და ვახტაზე მარტო იყო სამორიგეოდ. ჯერჯერობით უცნობია აქვს თუ არა დავით რაზმაძის ცხედარს დაზიანებები. ირკვევა რომ ის სვირინგით ამოიცნეს, რომელიც მკლავზე ჰქონდა. ამას გარდა, ჯერ უცნიბია, თუ როდის გადმოასვენებენ ლიბიაში დაღუპულ ქართველ ბიჭს. დავით რაზმაძის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგადაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დადგინდეს. საგარეო საქმეთა სამინისტრო გადმოსვენების პროცედურებთან დაკავშირებით მუშაობას ამის შემდეგ დაიწყებს. ქართველი მეზღვაური 2 კვირის წინ გაუჩინარდა. იგი გარდაცვლილი ორშაბათს , სამძებრო სამუშაოების შემდეგ იპოვეს.