შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნა, დაკავებულია სამი პირი. დაკავებულებმა ლიბერთი ბანკის ვარკეთილის ფილიალიდან, იარაღის მუქარით გაიტაცეს 2030 ლარი თანხა და მიიმალნენ. ყაჩაღებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს ბანკში მყოფ ორ მოქალაქეს, რომლებიც გადაიყვანეს საავადმყოფოში. დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.