ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა ბანკის ახალი გუნდი და განვითარების სტრატეგია წარადგინა.
ლიბერთი, რომელსაც დღესდღეობით საქართველოში ყველაზე ფართო საბანკო ქსელი გააჩნია და წლების განმავლობაში ემსახურება უფროსი თაობის მომხმარებლებს, აცხადებს, რომ ბანკი განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის და მისი ახალი სტრატეგიული მიზანია გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი ყველა ასაკისა და საჭიროების მქონე მომხმარებლისთვის. სტრატეგიის დასახელებაც შესაბამისია- „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“.
სწორედ ამ მიზნის მისაღწევად წარუდგინა ბანკმა საზოგადოებას ახალი გუნდი, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებისგან შედგება, ესენია:მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შექმნა, უმაღლესი დონის მომსახურების დანრეგვა, ახალი სეგმენტებისთვის საცალო მცირე და საშუალო ბიზნესის, აგრო ბიზნესის განვითარების შეთავაზება, ასევე ბანკის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ძლიერი, მდგრადი და ღია კორპორატიული კულტურის დანერგვას.
გარდა ამისა, ლიბერთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს. ვასილ ხოდელმა დაანონსა ახალი პალტფორმა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება CSR-ის სამეთვალყურეო საბჭო, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაიებთან დამოუკიდებელ ექსპერტებთან თანამშრომლობით, ბანკის მენეჯმენტის ჩართულობით.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით ლიბერთი ბანკი ქვეყნის მასშტაბით 1,6 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, მათ შორის, 15 ათას იურიდიულ პირს. ლიბერთის აქვს ყველაზე მსხვილი მომსახურების ქსელი საქართველოს მასშტაბით ფლობს 329 ფილიალს.