"ლიბერთი ბანკი" მომხმარებლებს ონლაინ თაღლითობის შესახებ აფრთხილებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული, გახშირდა ე. წ "ფიშინგის" შემთხვევები, რის გამოც "ლიბერთი ბანკი" მოქალაქეებს ბარათების უსაფრთხოდ გამოყენების წესებს სთავაზობს.
შეგახსნებთ, რომ კიბერდანაშაულისა და საბანკო ბარათების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა. აღნიშნულზე განცხადებები "თიბისი ბანკმა" და "საქართველოს ბანკმაც" გაავრცელეს, რომელთაც მომხმარებლებს მოუწოდეს, რომ საეჭვო ვებ-გვერდებზე პირადი ინფორმაცია არ შეიყვანონ.