სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, კოპა ლიბერტადორესი დასრულდა. ფინალში არგენტინული სუპერკლასიკო, დაუძინებელი მტრები, ბოკა ხუნიორსი და რივერ პლეიტი დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი ბოკას სტადიონზე ფრედ 2-2 დასრულდა, შემდეგ კი განმეორებითი შეხვედრა, რივერის - ელ მონუმენატალზე უნდა გამართულიყო, თუმცა ფანების მიერ მოწყობილი არეულობის გამო, შეხვედრა გადადიდო, და საბოლოოდ ესპანეთში, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა. მატჩი ბოკას უპირატესობით დაიწყო. პირველ ტაიმს სრულად, ნომინალური სტუმარი გუნდი აკონტროლებდა, რაც ტაბლოზე პირველი ნახევრის მიწურულსაც აისახა, 44-ე წუთზე დარიო ბენედეტუმ ბრწყინვალედ ითამაშა და მატჩში ანგარიში გახსნა. თუ პირველ ტაიმში რივერ პლეიტს არაფერი გამოსდიოდა, მეორე ტაიმში ანალოგიური ვითარება ბოკას ჰქონდა. შეხვედრის 68-ე წუთზე ტაბლოზე თანაფარდობა აღდგა. ბრწყინვალე კომბინაცია ლუკაშ პრატომ დაასრულა და 90 წუთის ანგარიში დააფიქსირა. დამატებითი ტაიმები სრულად რივერ პლეიტის დომინირებით წარიმართა. ჯერ იყო და 92-ე წუთზე ბოკას ბარიოსი გაუძევეს, შემდეგ კი კინტერომ 109-ე წუთზე შორეული დარტყმით მათი კარი დალაშქრა და რივეირ წინ გაიყვანა. ამის შემდეგ ბოკა უკანმოუხედავად უტევდა, მეკარეც მეტოქის საჯარიმოში იყო, რამაც საბოლოოდ საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი განაპირობა. პიტი მარტინესმა მატჩის უკანასკნელ წამებზე მეტოქე კონტრ შეტევაზე დაიჭირა, მოწინააღმდეგის კარამდე ბურთით ირბინა და საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა. ამგვარად კოპა ლიბერტადორესი რივერმა ისტორიაში მეექვსედ მოიგო, ხოლო 2018 წელს გამართული 5 სუპერკლასიკოდან, მეოთხეს მოგება მოახერხა.