„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ. როგორც ჟურნალისტების განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის 7 ივნისს სამმა რედაქტორმა და „ლიბერალის“ ყველა ჟურნალისტმა მედიასაშუალების მფლობელს და გენერალურ დირექტორს, შორენა შავერდაშვილს განცხადება გაუგზავნეს, რომლითაც შეატყობინეს, რომ 30 კალენდარული დღის შემდეგ რედაქციას ტოვებდნენ. მათ „ლიბერალში“ 7 ივლისამდე უნდა ემუშავათ, თუმცა მფლობელის მოთხოვნით, რედაქციას 24 ივნისიდანვე ტოვებენ. განცხადებაში ჟურნალისტები მიზეზებზეც საუბრობენ , სადაც წერია ,რომ შორენა შავერდაშვილს „ლიბერალის“ გუნდის სახელით მიმართეს, რათა შეექმნა პრეცედენტი და „ლიბერალი“ გადაეცა ან მიეყიდა ჟურნალისტებისთვის . თუმცა მათ წინადადებაზე მფლობელმა უარი განაცხადა და პასუხად განუცხადა, რომ მას არ მოსწონს „ლიბერალის“ პოზიციონირება და დაუანონსა საკადრო ცვლილებები.