ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მოძრაობების, „ჰეზბოლასა“ და „ამალის“ მხარდამჭერების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე მომხდარი სროლის დროს დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, დაშავებულია 32 პირი.
BBC-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები იმ მოსამართლის შეცვლას ითხოვენ, რომელიც გასულ წელს დედაქალაქის პორტში მომხდარი აფეთქების საქმეს იძიებს. ადგილობრივებიც ცნობით, დემონსტრანტების მისამართით პარტია „ლიბანის ქრისტიანული ძალების“ წევრებმა ისროლეს.
ცნობისათვის, 2020 წლის აგვისტოში ბეირუთის პორტში გაჩენილ ხანძარს, რომელიც 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქებამ გამოიწვია, 219 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 7 000 ადამიანი და დაინგრა ან დაზიანდა ათასობით შენობა. მომხდარი ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის დაკისრებია.