კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ლიბანის ქალაქ ტრიპოლიში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. დემონსტრანტები ხელისუფლებიგან შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნასა და ბიზნეს ობიექტების გახსნას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილმა ქუჩაში ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდა და სამართალდამცავებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა.
სამართალდამცავებმა აქცია ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს.
არეულობის დროს 50-მდე ადამიანი დაშავდა, 10-მდე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.