ლიბანში ანტისამთავრობო დემონსტრანტებმა გადაკეტეს მაგისტრალი, ქვეყანაში მიმდინარე არეულობის გამო დახურულია სკოლები და ბანკები. ფინანსურმა ინსტიტუტებმა მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს, ვინაიდან მოსახლეობა მასობრივად ითხოვს ბანკებიდან ფულის გატანას. საპროტესტო აქციები ქვეყანაში ეკონომიკურ ვითარების წინააღმდეგ დაიწყო. მთავრობა პირობას დებს, რომ ისინი შეეცდეებიან ქვეყანა ეკონომიკური კრიზისისდან გამოიყვანონ. მიმდინარეობს კონსულტაციები პარლამენტის წევრებთან, რათა პრემიერის პოსტზე ახალი კანდიდატი წარადგინონ და მთავრობის ფორმირება მოხდეს.