ლიბანში უკვე მეორე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ტრიპოლიში, დემონსტრანტებმა ბანკებს ცეცხლი წაუკიდეს და რამდენიმე მათგანი გადაწვეს. სიდონში კი ცენტრალური ბანკის ფილიალს ასაფეთქებლები დაუშინეს. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ათობით ბანკის შენობაა დარბეული.
მოსახლეობის პროტესტი ლიბანური ფუნტის სწრაფად გაუფასურებამ გამოწვია, რომელის გაცვლითი კურსიც ზაფხულის შემდეგ თითქმის 50 %-ით დაეცა. დემონსტრაციები სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა. გავრცელებული ცნობებით, არმიის მხრიდან ცეცხლის გახსნას სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეგახენებთ, მასშტაბური საპროტესტო აქციები ლიბანში ოქტომბერში დაიწყო, კორონავირუსის პანდემიის გამო დემონსტრაციები დროებით შეწყდა.