სამხრეთ-კორეული კომპანია LG Electronics სმარტფონების წარმოებას წყვეტს. ინფორმაციას Reuters-ის სეულის ბიურო ავრცელებს. LG Electronics პირველი მსხვილი კომპანიაა, რომელიც სმარტფონების ბაზრიდან გადის.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მობილური ტელეფონების განყოფილება წამგებიანი და მხოლოდ ზარალის მომტანი იყო. LG-ის სმარტფონების განყოფილებამ თითქმის 6-წლიანი ზარალი განიცადა, რამაც მთლიანობაში 4 მილიარდ 500 მილიონი დოლარი შეადგინა.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სმარტფონების მკაცრი კონკურენციის სექტორიდან გასვლა LG Electronics-ს საშუალებას მისცემს, ყურადღება გაამახვილოს ისეთ მზარდ სფეროებზე, როგორიცაა ელექტრომობილები, ინტეგრირებული მოწყობილობები და „ჭკვიანი სახლები"