06:17
24 აგვისტო, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
Levi's; flapper; lacoste - როგორ უნდა ამოიცნოთ ნამდვილია თუ არა ბრენდი, რომელშიც ძალიან ძვირს იხდით
04-06-2019

ხარისხიანი სამოსი არ ნიშნავს ძვირადღირებულს, შესაძლოა შედარებით იაფიანიც გამოირჩეოდეს მაღალი ხარისხით და გამძლეობით, თუმცა ბევრს ურჩევნია ძვირის გადახდა და ბრენდული სამოსის შეძენა, რადგან ბრენდულში ხარისხთან ერთად მოდური ტენდენციებიცაა გათვალისწინებული. თუმცა მხოლოდ იარლიყზე მითითებული ბრენდის სახელწოდება არ არის იმის გარანტია, რომ ორიგინალთან გაქვთ საქმე. ალბათ არ გენდომებათ ძვირი გადაიხადოთ ნივთში, რომელიც ფალსიფიცირებულია. ამიტომ გასწავლით, რომ თუ თქვენ მაგალითად ლევისის ფირმის ჯინსებს ყიდულობთ, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჯიბეებზე, ზუსტად ასეთი სამკუთხედი გვირისტი, მის ყველა დეტალზე, ელვაზე და ასევე ღილზე აიცილებლად უნდა იყოს მითითებული ბრენდის სახელწოდება, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. უკნიდან მიმაგრებული იარლიყი უნდა იყოს ნატურალური ტყავის, ან შესაძლოა სხვა მატერიიის, უბრალოდ ის აუცილებლად უნდა იყოს გაქექილი. პრიალა, ხასხასა ნიშანი მის ფალსიფიკაციაზე მეტყველებს.   ლაკოსტას ბრენდის ნიშანი მწვანე ნიანგია, თუმცა ამ ბრენდის შეძენისას მნიშვნელოვანია დააკვირდეთ, რომ ნიანგს ჰქონდეს თეთრი კონტური ირგვლივ, მკვეთრად და სიმეტრიულად ჰქონდეს გამოკვეთილი კბილები და თვალები, უნდა ჰქონდეს წითელი ენა და რაც ყველა მთავარია, ორიგინალ ლაკოსტას ბრენდზე ნიანგი მხოლოდ გარედან უნდა იყოს ამოქარგული, თუ  მას ნაქარგი შიგნიდანაც აქვს, ფალსიფიცირებულია. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ლაკოსტას ყოველთვის სადაფის, ანუ გარდამავალი მბზინვარების მქონე ღილები აქვს, რომელსაც ყოველთვის მხოლოდ ორი ნახვრეტი აქვს. თუ ლაკოსტასლოგოიან სამოსს მაგალითად ოთხნახვრეტიანი ღილები აქვს, ის ფალსიფიცირებულია. ფრედ პერის მაისურის შეძენის დროს კი აუცილებელი გაითვალისწინოთ, რომ ემბლემა - დაფნის გვირგვინი 16, ან 30 ფოთოლისგან  უნდა შედგებოდეს, ნაქარგი უნდა იყოს ხარისხიანი და გამოკვეთილი. ორიგინალის შემთხვევაში ღილები აუცილებლად იქნება მაისურის ფერის და მასზე მითითებული იქნება ბრენდის სახელწოდება. საყელოს ზოლები კი იქნება ამობურცული და არა ერთგვაროვანი. ნებისმიერი ბრენდული სამოსის შეძენის დროს დააკვირდით ნაკერებს, ისინი უნდა იყოს სიმეტრიული, არ უნდა ქონდეს გამოშვერილი ზედმეტი ძაფები.

იხილეთ გადაცემა სრულად

AutoPlay
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
რა უნდა ეწეროს სათვალეს, რომელიც თვალს 100%-ით იცავს და რომელი ფერის ლინზაა ყველაზე საშიში? - ეს უნდა იცოდეთ, თუ მაინც უხარისხო აქსესუარზე აკეთებთ არჩევანს
06-07-2019
"იცავს 48 საათი" და "არ ტოვებს ლაქებს" - რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის წარწერები, რაც ანტიპერსპერანტების ეტიკეტებზეა?
05-07-2019
დამტკიცებულია თუ არა მოსაზრება, რომ ალუმინის შემცველი ანტიპერსპერანტი კიბოს ან ლიმფურ კვანძებს იწვევს?
04-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები