"ლევანთან მივვარდით, რომელიც სადარბაზოს კიბეზე იწვა...სულ სისხლიანი იყო ა.ბ.-მ რომელიც ამ დრომდე ჩემთან რჩებოდა, მითხრა - წამოდი ჩქარა დათოსაც უჭირსო" - ეს განცხადება, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე თინა ყენიამ, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა. ყენიამ კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა და 2017 წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
იხილეთ: