ლევან ვასაძის თანამოაზრეების ადვოკატის, დავით ცინცქილაძის თქმით, თუ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მორალის, უსაფრთხოების, წესრიგის დაცვას, მაშინ ქართველი ხალხი მათ თავად დაიცავს. მისი თქმით, შეიქმნა ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მზადყოფნას აცხადებს, "ჭეშმარიტი ქართველების უფლებები დაიცვან". მან შსს-ს მიერ დაწყებული გამოძიებისა და ლევან ვასაძის მიერ ნახსენები კომბლების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრალს ვერავის წაუყენებენ.