ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმება. ვასაძე არ გამორიცხავს, რომ იგეგმებოდეს მისი ლიკვიდაციაც.
როგორც ლევან ვასაძემ "პალიტრანიუსთან" საუბრისას განაცხადა, მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით მას ინფორმაცია ძალოვანი უწყების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიაწოდა.
ლევან ვასაძის განცხადებითვე, აღნიშნული ქმედება, რომელიც მის წინააღმდეგ შესაძლოა განხორციელდეს, გარე ძალების მიერ არის ორგანიზებული, რათა მოხდეს ქვეყნის შიგნით სიტუაციის გამწვავება და ქმედების მოქმედი ხელისუფლებისთვის გადაბრალება.