ლევან ვარშალომიძე ბათუმში დაბრუნდა და საკარანტინო სივრცეში იმყოფება - Palitra News

ლევან ვარშალომიძე ბათუმში დაბრუნდა და საკარანტინო სივრცეში იმყოფება

2020-08-30 14:12:09+04:00

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე ბათუმში, საკარანტინო სივრცეში არის გადაყვანილი. როგორც პალიტრანიუსს „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში განუცხადეს, ლევან ვარშალომიძე ბათუმში უკვე დაბრუნდა და პრევენციის მიზნით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება. ლევან ვარშალომიძეს სარფის საბაჟოზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დახვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად განიხილება, თუმცა გადაწყვეტილება პარტიაში ჯერ არ არის მიღებული.