საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში კარმენის პრემიერაა. საიუბილეო 165-ე სეზონზე ჟორჟ ბიზეს ოპერა ლევან წულაძემ დადგა. ეს მისი დებიუტია საოპერო ჟანრში. კარმენის როლს ასრულებს ანიტა რაჭველიშვილი.