"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია 20-21 ივნისის მოვლენების საქმესთან დაკავშირებული მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს. ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.
სამუშიას გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი შეაქვს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.