თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, როგორც კი სამყაროში ახალი ტიპის კორონავირუსი გაჩნდა, მაღალი ლეტალობის ინდექსის გამო მას მკვლელი დაერქვა, თუმცა ვირუსის ამ ფუნქციამ დღეს ლიკვიდაცია განიცადა.
ლევან რატიანის თქმით, დღეს კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 5 პაციენტი დატოვებს. ხუთივე პაციენტთან მიმართებით ჩატარდა განმეორებითი ტესტირება და პასუხი უარყოფითი მიიღეს. რატიანის განმარტებით, ხუთი გამოჯანმრთელებულიდან ორი არის მოზარდი, 14 და 15 წლის ბავშვები.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ამ ეტაპზე 99 პაციენტია, აქედან ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 83 პაციენტი, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 8 ადამიანი.