ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკვე სტაბილურია - Palitra News

ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკვე სტაბილურია

2020-08-26 13:01:40+04:00

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული სამივე პაციენტთან უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.