თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით კლინიკაში მოთავსებული ორსული ქალის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი აქვს, სტაბილურია. დადებითია 5 ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს კორონავირუსზე ტესტი კლინიკის მედპერსონალსაც ჩაუტარდა თუმცა არცერთს ვირუსი არ დაუდასტურდა. რაც შეეხება კლინიკურად მძიმე პაციენტებს: 62, 79 და 80 წლის პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ასევე მძიმე პაციენტს, რომელიც 62 წლისა და ანამნეზში კორონავირუსის გარდა სხვა დაავადებებიც აღენიშნებოდა და კლინიკაში დაგვიანებით შეიყვანეს, მისი მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესებულია.