პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში 2 ახალი პაციენტი შევიდა, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ და ერთ მათგანთან დადასტურებულია პნევმონია.
რაც შეეხება მძიმე პაციენტებს 6 ადამიანიდან 3 მართვით, 3 კი სპონტანურ სუნთქვაზეა. ამასთან საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, ორსულებისა და ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.