ლევან ყიფიანის ჩვენებას პროკურატურა ასაჯაროებს: "ფარცხალაძესთან კონფლიქტი, მერე ამაზე მიბმული თრილერი სარდაფთან დაკავშირებით, სისულელეა" - Palitra News

ლევან ყიფიანის ჩვენებას პროკურატურა ასაჯაროებს: "ფარცხალაძესთან კონფლიქტი, მერე ამაზე მიბმული თრილერი სარდაფთან დაკავშირებით, სისულელეა"

2018-10-10 17:12:23+04:00

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ჩვენებაში კატეგორიულად უარყოფს ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტს.„რაც შეეხება ჩემი და ოთარ ფარცხალაძის კონფლიქტს, მერე ამაზე მიბმულ თრილერს სარდაფთან დაკავშირებით, ეს სრული სისულელეა. ოთართან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და არანაირი კონფლიქტი, მითუმეტეს სერიოზული, არასდროს მქონია მასთან.ეს არის ის ინფორმაცია, რაც ვიცი საქმესთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ლევან ყიფიანის ჩვენებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ასაჯაროებს.