ადვოკატთა ნაწილმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის სასამართლო სხდომებიდან აცილების მოთხოვნით კამპანია დაიწყო სახელწოდებით "აიცილე ლევან მურუსიძე", -ამის შესახებ " "პალიტრანიუსს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა,ანა დოლიძემ განუცხადა. მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც ადვოკატები მოსამართლე ლევან მურისიძის აცილებას ითხოვენ, მის წარსულთან დაკავშირებული კითხვები, რეპუტაცია და მიკერძოებულობაა. ანა დოლიძის ინფირმაციით, ამ ეტაპზე კამპანია ინდივიდუალურად 10-მდე ადვოკატმა წამოიწყო.