ლევან მურუსიძე „სირცხვილიას“ აქტივისტს - სასამართლო სისტემაში არ არსებობს "კლანი", სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია - Palitra News

ლევან მურუსიძე „სირცხვილიას“ აქტივისტს - სასამართლო სისტემაში არ არსებობს "კლანი", სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია

2021-05-26 16:09:49+04:00

არ არსებობს სასამართლო სისტემაში "კლანი", სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი,- ასე უპასუხა მოსამართლე ლევან მურუსიძემ "სირცხვილიას" აქტივისტის ნოდარ რუხაძის კითხვას " არსებობს თუ არა ჩინჩალაძე-მურუსიძის "კლანი".

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სადაც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ, კონფერენციის დაწყებამდე ნოდარ რუხაძემ მოსამართლე ლევან მურუსიძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

ამასთან, მოსამართლემ ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების შესახებ.