იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებით, კარგი იქნებოდა, რომ "რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებს - ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მათ მიმართ შესაძლო ზეწოლის საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭო საქმის კურსში ჩაეყენებინა. როგორც მურუსიძემ განაცხადა, არც ქათამაძეს და არც ალავიძეს საბჭოსთვის არ მიუმართავთ და არც პირადი კომუნიკაცია ჰქონიათ საბჭოს მდივანთან. მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს აღნიშნული მოსამართლეების მხრიდან პროკურატურაში შეტანილი განცხადების შესახებ, რომელშიც ისინი მათზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე საუბრობენ, მედიის საშუალებით გაიგო და შესაბამისად, არ იცის, რა შინაარსის წერილით მიმართეს პროკურატურას და რა ზეწოლის ფაქტებზეა საუბარი.