მედია თავისუფალი, ნიჭიერია და, აქედან გამომდინარე, ისეთი გადაცემებიც უნდა გაკეთდეს, სადაც სასამართლოს კარგი საქმე წარმოჩნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ განუცხადა. როგორც მურუსიძემ აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს წევრს, ევა გოცირიძე მედიასთან მხოლოდ თხოვნა ჰქონდა - თუ მედია წინ გადადგამს ერთ ნაბიჯს და არა მხოლოდ ნეგატიური, არამედ მიზნის გასაძლიერებლად მოამზადებს სიუჟეტებს.