მოსამართლის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით თუ ჩვენი წინადადება იქნება მიღებული დავსხდებით და დავილაპარაკებთ, ხოლო თუ არ იქნება მიღებული, გვეცოდინება , რომ ამ ლანძღვის რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა და მოვიფიქროთ სხვა რამე ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განუცხადა.მისი თქმით, კონკრეტული მოსამართლის ლანძღვა მთლიანად სასამართლო სისტემას აყენებს ზიანს.