7 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" გასვლაზე 2:3 დამარცხდა "უდინეზესთან".მატჩი ფრიად დაძაბული გამოვიდა. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 3:2-ს იგებდნენ, 63-ე წუთზე კი მსაჯმა მათი გუნდის მცველი ზეგელაარი გააძევა და კაცნაკლულნი დარჩნენ.72-ე წუთზე "ემპოლიში" შეცვლაზე შევიდა მჭედლიძე, რომელსაც ტრავმის გამო 2 თვე გაუცდა. დარჩენილ დროში სტუმრები ბევრს და უშედეგოდ უტევდნენ და ანგარიში ვერ შეცვალეს."ემპოლის" 28 ქულა აქვს, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 15 აპრილს ბერგამოში "ატალანტას" დაუპირისპირდება.