ნიუ-იორკში ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა, სადაც ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმმა მეოთხე ბრაიტონი სამ მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა. კონკურსში საუკეთესო ფილმად დასახელდა, ასევე საუკეთესო სცენარის მქონე კინოსურათად და ამავდროულად საუკეთესი მსახიობი კაცის ნომინაციაშიც ლევან თედიაშვილმა გაიმარჯვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფილმში კახი კავსაძემ მისი ბოლო როლი ითამაშა, ამ დროისთვის უცნობია როდის შედგება პრემიერა ჩვენს ქვეყანაში. ლევან კოღუაშვილის ეს ახალი ნამუშევარი კომედიური დრამაა, რომელიც შვილის დასახმარებლად ნიუ-იორკში წასულ მოჭიდავეზე მოგვითხრობს.წელს ტრაიბეკას ფესტივალი მეოცედ გაიმართა. 2002 წელს ის რობერტ დე ნირომ, ჯეინ როზენტალმა და კრეიგ ჰეტკოფმა დააარსეს. ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად აჯილდოებენ როგორც ფილმების, ისე ვიდეოთამაშების, პოდკასტებისა თუ მუსიკის შემოქმედებს.