ლევან კობიაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე კანდიდატურა ოფიციალურად დაარეგისტრირა. "ჩემი ინტერესია, რომ ქართული ფეხბურთი კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ პოზიტიურადდა შევქმნათ საუკეთესო მომავალი.“, - ამბობს კობიაშვილი. ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ერთადერთია, ვისაც ამ დრომდე კანდიდატურა აქვს წარმოდგენილი. კობიაშვილი მომავალ არჩევნებზე 30-ი დელეგატიდან 27-მა წარადგინა. ფედერაციის სამდივნოში პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 21 იანვრამდე გაგრძელდება. საპრეზიდენტო არჩევნები კი 15 თებერვალს გაიმართება.