ლევან კობიაშვილი ნიკა მელიას იმ ბრალდებას პასუხობს, სადაც მან გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის შტაბის დაწვაში ე.წ. კანონიერი ქურდები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ კავშირი აქვთ კახა კალაძესა და ლევან კობიაშვილთან.
კობიაშვილის თქმით, არჩევნების დღიდან მოყოლებული მას არ სურს ოპონენტის ბრალდებებზე კომენტარის პასუხი და თვლის რომ არეულობის ინსცენირება და დრამების დადგმა უბნებთან ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სტრატეგიაა და მმართველი გუნდის მიერ კი იგნორი ყველაზე სწორი რეაქციაა.
კობიაშვილის თქმით, ის ურეაქციოდ ტოვებს მელიას ცილისწამებას, რადგან მას არ აურჩევია მელიას სტილში ყაყანი და ბრალდებების უმისამართოდ ფრქვევა და არ აპირებს მის დონეზე დასვლას.