საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეში, კომერციული რეკლამების განთავსება საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ლევან კობერიძეს ზედმეტად მიაჩნია.როგორც დეპუტატმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, არსებული დაფინანსება მაუწყებელს საშუალებას აძლევს, საზოგადოების მოთხოვნა პროფესიონალურ დონეზე დააკმაყოფილოს.