ლევან კობერიძე პოლიტიკურ გაერთიანებას "ლელო საქართველოსთვის" ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა "პალიტრანიუსს" ექსკლუზიურად განუცხადა.
ლევან კობერიძის თქმით, "ლელოს" პოლიტიკურ პოზიციებთან თუ ნაბიჯებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდა და მოსახლეობის მოთხოვნა, გაესტუმრებინათ "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, შეუსრულებელი დარჩა. მისი თქმით, "ლელოსთან" ერთად არჩევნებში მისი მონაწილება ამ მცდელობის ნაწილი იყო, თუმცა განსხვავებული რეალობის გამო მან პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.