საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ვაკის რაიონის გამგებლის ნოდარ ტურძელაძისგან იმ დოკუმენტაციის გადაცემას ითხოვს, რომლითაც ნათელი გახდება თუ რის საფუძველზე გაიცა "სოციალური მიზნით გათვალისწინებული თანხები "ქართული ოცნების" კოორდინატორებისთვის".ლევან ხაბეიშვილის თქმით, რადგან მას გამგებელი არ აძლევს დოკუმენტაციის გაცნობის უფლებას, იძულებული გახდა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახოს.