თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, "საქართველოს დანიშნული მთავარსარდალი" გმირთა მემორიალთან ფარულად მიიპარა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით ისინი 16 დეკემბერს, აეროპორტის გზაზე მდებარე ცენტრალური ოფისიდან თელავისკენ დაიძვრებიან.