"ხელისუფლებამ ზუსტად იცის, რომ როგორც კი პირველ არჩევნებს წააგებს, ეს პროცესი დომინოს პრინციპით გაგრძელდება, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" თბილისის საკრებულოს დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები გადამწყვეტია, რადგან ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატს არჩევნების მოგების მაღალი შანსი აქვს, ხოლო ხელისუფლების მიერ წარდგენილ კანდიდატს ზუგდიდში თამადადაც არ ირჩევენ.