ნარკოდანაშაულზე დაკავებულ მსახიობს, ლევან ჯიბღაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ჯიბღაშვილი მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
როგორც პალიტრანიუსთან საუბარში მისმა ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, მსახიობი ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც, ის საპატრულო პოლიციამ შეაჩერა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი კუთვნილი ავტომობილიდან ნივთიერების ამოღება. გიგუაშვილის თქმითვე, აღნიშნულ ნივთიერებას ექსპერტიზა უტარდება და სწორედ, ამის შემდეგ გახდება ცნობილი, არის თუ არა ის ნარკოტიკული საშუალება.
ადვოკატი ცრუს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს, დაკავების მომენტში ლევან ჯიბღაშვილი დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან დარეკვას ითხოვდა.