საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოძღვრებს შეხვდა. შეხვედრაზე კაპელანებმა საკუთარი საქმიანობის დეტალებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 31 სამხედრო მოძღვარი მსახურობს. მათგან ერთი როტაციის წესით ქართულ სამხედრო კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება.