თითოეული ჩვენთაგანი ყველაფერს გააკეთებს, რომ თბილისი უფრო მეტად მიმზიდველი ცენტრი გახდეს ევროპისთვის, მსოფლიოსთვის თავისი ინფრასტრუქტურით, თავისი ისტორიით და თანამედროვე შტრიხებით, - ასე მიულოცა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სრულიად საქართველოს "თბილისობა".
თავდაცვის მინისტრმა 2018 წელის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით თავდაცვის უწყებისთვის გამოყოფილი თანხის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი 10 მილიონითაა გაზრდილი.