"ნატოს წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველო" - ამ სახელწოდებით ლევან იზორიამ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ლექცია წაიკითხა. მინისტრი დიპლომატიურ კორპუსსა და არასამთავრობო სექტორს შეხვდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა. მათ შორის ყურადღება კიბერუსაფრთხოების სფეროს გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე გაამახვილა. მინისტრის მოხსენების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.