აფხაზეთის ომის 27 წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. როგორც იზორიამ განაცხადა, ეს იყო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად გამოწვეული კონფლიქტი, რომელსაც ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა. მისივე თქმით, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ მათი მთავარი მიზანი საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით სუვერენიტეტის დასაცავა და ქვეყნის მთლიანობის აღდგენაა. ამასთან, ციხელაშვილის განცხადებით, ამ ომში ერთნაირად დაზარალდნენ ქართულ-აფხაზური მხარეები, რითიც იხეირა სხვა ძალამ - რუსეთმა.