ლევან იზორია ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს - Palitra News

ლევან იზორია ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

2019-02-20 20:07:47+04:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცების კვებითი და სანივთე პროდუქტებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯერ გამოაცხადა და შემდგომ კი, კორუფციული მიზნებით, ჩაშალა ტენდერი, სიმართლეს არ შეესაბამება. თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების სანივთე პროდუქტების მომარაგებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით თავდაცვის ძალები სანივთე პროდუქტებით 100 პროცენტით მარაგდება.