საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრით დაასრულა. თეთრ სახლში ლევან იზორიამ და ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების გზებსა და ამ პროცესში საქართველოს როლზე გამახვილდა. აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმსს მატისს და სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა.