მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლევან იოსელიანმა საარჩევნო კამპანიის ბოლო დღე ქალაქის გამწვანებას დაუთმო. იოსელიანმა და ელისაშვილმა მთაწმინდაზე ლაღიძის #2 მდებარე ეზო გაამწვანეს, სადაც 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნული აქციის მიზანი იყო რომ ქალაქში საარჩევნო პლაკატების ბეჭდვასა და განთავსებაზე გამოყოფილი ბიუჯეტი მთაწმინდის რაიონის გამწვანებაში დახარჯულიყო.
16. სანდრო ბრეგაძე - როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები, მივყვებით საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულ დღის წესრიგს"ქართული მარში" რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ მსვლელობაზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სერიოზულ ინციდენტებსა და დაპირისპირებას არ ელოდება.
"მარშის" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, "ქართული მარში" უერთდება მსვლელობას. მისივე თქმით, ერთი მცირე ინციდენტი ძველ თბილისში იყო, სადაც "ლგბტ თემის" მხარდამჭერი დროშა გამოფინეს.