იმ შემთხვევაში, თუკი აქტიურობა იქნება მაღალი, რა გაყალბებაც არ უნდა მოიფიქროს ხელისუფლებამ, რა საშუალებასაც არ უნდა მიმართოს, აუცილებლად გავიმარჯვებთ,- ამის შესახებ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლევან იოსელიანმა შტაბში გამართულ ბრიფნგზე განაცხადა. იოსელიანის თქმით, მათი დამკვირვებლების მხრიდან მთაწმინდის საარჩევნო უბნებზე გარკვეული დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა ამ დროისთვის ყველა მათგანი აღმოფხვრილია. დარღვევების უმეტესობა მარკირებასთან იყო დაკავშირებული. მისივე თქმით, შტაბი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს და მოქალაქეებს დარღვევების შესახებ ინფორმაცია შეუძლიათ ლევან იოსელიანის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ან ტელეფონის ნომერზე- 2 990037 მიაწოდონ.