„მოქალაქეების“ დეპუტატი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურების შეფასებისას აცხადებს, რომ კონსენსუსის მიღწევა ძალიან რთული იქნება, რადგან კანდიდატურები სისტემის მიერ შემოთავაზებულები არიან.
მისი თქმით, შესაძლოა, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები კომისიამ პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩია, თუმცა, ეს არ არის საკმარისი კრიტერიუმი, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს და მთავარი საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის, ოპოზიციის ნდობის მოპოვებაა, რაც ამ კანდიდატებს გაუჭირდებათ.