პარტია მოქალაქეების ლიდერები მიიჩვენებ რომ ამერიკელი სენატორების მტავარი გზავნილები საქართველოსთვის გახლდათ საქართველოში ინსტიტუციების გაძლიერება, სასამართლოს პოლიტიზირებულობის პრობლემის გადაჭრა და პოლიტიკური პარტიების პარლამენტში შესვლა.
იოსელიანის თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ მოსმენებიდან სათავისო გზავნილები ამოკრიფეს და დაიწყეს ამ პოზიციების გამყარება. მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემა პრობლემა როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე აღიარებულია.
შეგახსენებთ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე სენატორი რონ ჯონსონი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც იქნება მიმართვა პარტიებისთვის, რომ მოილაპარაკონ და არსებული დავა გადაწყვიტონ.