"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიაში ჩართვის მომხრეა, თუმცა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ პროცესში ის ოპოზიციური პარტიები ჩაერთვებიან, ვისაც საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდა უბნებზე. მისი თქმით, რადგან პარტია "მოქალაქეებს" არ ჰყოლიათ დამკვირვებლები არჩევნებზე, რთული იქნება ყველას ნაცვლად იმ მტკიცებულებების ტვირთის აწევა, რაც ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა დაადასტუროს.
ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ოპოზიციამ ის მტკიცებულებები უნდა მიიტანოს პარლამენტში, რაც სასამართლოში შეიტანეს და რის განხილვაზეც სასამართლომ უარი თქვა.